გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თინა ბოკუჩავას პოლიციამ ზუგდიდში მე-9 საარჩევნო უბანი დაატოვებინა

19-05-2019

პარლამენტის წევრს, თინა ბოკუჩავას, პოლიციამ ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი დაატოვებინა. ბოკუჩავას თქმით, მას თან პირადობის მოწმობის ნაცვლად მართვის მოწმობა ჰქონდა.


მომხდართან დაკავშირებით დეპუტატმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან კომენტარი გააკეთა.


"ის ადამიანი, რომელმაც საარჩევნო უბნიდან გამიყვანბა, დაიმალა.


რამდენიმე წუთის წინ დიდი გაბარიტის, უფორმო პოლიციელი მომვარდა და ძალადობდა ჩემზე.


10 პოლიციელი იყო, მათ შორის, ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი, ირაკლი ფაცაცია.


მათ გამომათრიეს უბნიდან მაშინ, როცა ვცდილობდი, კომისიის წევრები გამერკვია კანონში.


მე-9 უბანი ის უბანია, სადაც ჟურნალისტს ორი პირი ფიზიკურად გაუსწორდა, ორივე დააკავეს.


უბანზე ჩემმა გამოჩენამ გამოიწვია პანიკა.


პოლიციელები მეცნენ, ვთხოვდი, თუ შეიძლება, დავრეკოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან-მეთქი, რადგან წარმოვადგენ "ნაციონალურ მოძრაობას" ცესკოში.


ამ დროისათვის გამოცვალეს ადგილზე პოლიციელები. აქ იდგა კრიმინალური პოლიცია.


ახლა ჩააყენეს პატრული.


თუ რამე იყო აქ კანონის დარღევევა, ეს იყო პარლამენტის წევრზე ფიზიკური ძალადობა", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.