გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: "ქართული ოცნება" დამაჯერებლად, დაახლოებით 60 პროცენტით იმარჯვებს

19-05-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს და ამის თქმის საშუალებას უკვე ოქმები იძლევა.

„ის, რომ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ პრაქტიკულად ყველა ოლქში, ნიშნავს, რომ პროგნოზი გამართლდა. ერთ-ორ ოლქში შესაძლებელია დავუშვათ, რომ იყოს მეორე ტური, მაგრამ ჯერჯერობით ამ ოლქებიდან არ არის შემოსული საკმარისი რაოდენობა, რომ განზოგადება შევძლოთ და შევძლოთ პრაქტიკული პროგნოზის დადება .

დაველოდოთ ოქმებს და ამის შემდეგ უკვე პრაქტიკულად უფრო ზუსტად ნახევარ საათში შეგვეძლება ზუსტი ინფორმაციის გადმოცემა. მთავარია, რომ ჩვენ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ აბსოლუტურად ყველა ამომრჩეველს და განსაკუთრებით ქართული ოცნების ამომრჩევლებს, რომლებმაც გამოიჩინეს უპრეცენდენტო აქტივობა და ქართული ოცნება ამ არჩევნებშიც საერთო ჯამში დამაჯერებლად დაახლოებით 60 პროცენტის ფარგლებში იმარჯვებს.

მე არ ვიცი ზუგდიდში დაიძაბება თუ არა, რას მოიმოქმედებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ჩვენ პროვოკაციის შესახვედრად, დასახვედრად და აღსაკვეთად მზად ვართ. თუმცა ისიც შეგვიძლია დავამატოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ მოუწოდებდა არეულობისკენ თავის მხარდამჭერებს, როცა მან მხარი დაუჭირა ჩანაწერში ნაციონალური მოძრაობის შტაბიდან ჩანაწერში გახმოვანებულ მესიჯებს არეულობის და ე.წ. ადუღების შესახებ.მინდა მოგაწოდოთ დაკონკრეტებული ინფორმაცია, აბსოლუტური სიცრუეა, რომ რაღაც დამხშობები, მფრინავი თეფშები და უცხოპლანეტელები იყვნენ ზუგდიდში რომელიღაც შტაბთან.

აქვე გეტყვით, რომ ორი შტაბი, ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი სულ 20- 30 მეტრის მანძილით არის დაშორებული. მსოფლიოში ასეთი ჯერ არ გამოუგონიათ, რომ ერთი მიმართულებით, 20 მეტრის იქით ჩაახშოს და 20 მეტრის იქით არ ჩაახშოს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და როგორღაც არჩევნების წაგებას ვერ გადაფარავს რაღაცა ამბების მოგონება ეგრეთწოდებული ჩამხშობების შესახებ და ისიც უნდა დავამატო, რომ არც ერთი წამით, არც ერთი ტელეკომპანიის მაუწყებლობა არც კი შეფერხებულა.

ძალიან გთხოვთ ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან შევიკავოთ თავი.

ახლა რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის 86 უბანზე თქვენი ჟურნალისტის შესვლა, რაც აბსოლუტურად კანონიერი იყო, მაგრამ კანონით მისი მოქმედება უნდა გაგრძელებულიყო ისე, რომ თავმჯდომარის მიერ გამოყოფილ ადგილას უნდა განთავსებულიყო ვიდეო კამერა და განეხორციელებინა ვიდეოგადაღება და არა პირდაპირი ჩართვა. 

როდესაც ჟურნალისტი თხოვს პოლიციელს რომ იცოდეს კანონი, მანაც უნდა იცოდეს კანონი იმდენი მაინც, რომ მას არ აქვს პირდაპირი ჩართვის და ხელშეშლის უფლება კომისიის წევრით. ეს გათვალისწინებულია საარჩვენო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტით და გთხოვთ ამასაც ყურადღებით გაეცნოთ“-განაცხადა მდინარაძემ.