გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საბაჟო გამშვები პუნქტები სადღესასწაულოდ გაფორმდა

22-05-2019

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საბაჟო გამშვები პუნქტები: „ყაზბეგი“, „კარწახი“, „წითელი ხიდი“, „სადახლო“, ,,სარფი“ სადღესასწაულოდ გაფორმდა. 


26 მაისისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.


მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ საინტერესო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტო მასალა, საინფორმაციო სტენდების საშუალებით, გაიზიარონ ცოდნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განთავსებულ ხუროთმოძღვრების ძეგლების, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების, სხვადასხვა საინტერესო ფაქტისა და მოვლენის შესახებ.


გაიმართება ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, „გააზიარე ცოდნა“, კამპანიის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებიც მოსულ სტუმრებს გაუზიარებენ საკუთარ სამეწარმეო გამოცდილებას.


საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს ლიტერატურული კაფე. სპეციალურად მოწყობილი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა, ელით საზეიმო ღონისძიებაზე მოსულ ყველაზე პატარა სტუმრებს.


დაგეგმილია საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ანსამბლები: „შავნაბადა“ და „ერისიონი“. ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.


26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით.