გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო

24-05-2019

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ქურდობისთვის ნასამართლევმა ა.ა-მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა უკანონოდ შეაღწიეს ქ.ახალციხეში მცხოვრებ გ.ფ-ს ბინაში, რომელსაც შეუკრეს ხელ-ფეხი, სცემეს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს 400 ლარი.


სამართალდამცველებმა ა.ა. 2018 წლის 19 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით და ყაჩაღობა ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ა.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.