27-05-2019
ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონას მდინარეში ჩავარდნის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებას ავრცელებს.
ჰანცხადების ტანახმად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
"დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია აღნიშნულის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს.
ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმდებაში გამოიხატა, „ნინოსხევისჩანჩქერის" მარშრუტზე უბედური შემთხევვის მიზეზი გახდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები"-ნათქვამია განცხადებაში.