გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კობა გვენეტაძე: ლარის კურსის პრობლემა დროებითია

29-05-2019

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით ლარის კურსზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს, სრული სურათის შექმნისთვის კი პირველი კვარტლის მონაცემების ცოდნაა საჭირო, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.


მისივე განცხადებით ამ დროისთვის დოლარის კურსს გამყარების ტრენდი ახასიათებს. ასევე, ხდება თურქული ლირის გაუფასურება, რაც ლარის კურსზეც მოქმედებს.


„ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია, თუმცა ამ ეტაპზე სრული სურათის დანახვა შეუძლებელია, იმის გამო, რომ პირველი კვარტლის საგადასახადო ბალანსი მოგვიანებით იქნება ცნობილი . საქართველოში ინფლაცია ზომიერ ფარგლებშია, რაც მიანიშნებს, რომ ასეთ ინფლაციას შემდეგ გამყარება მოყვება“- განაცხადა კობა გვენეტაძემ.


მისივე განცხადებით არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ლარის კურსის პრობლემა დროებითია და ლარის კურსზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები პიზიტიურია.