გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიწის რეგისტრაციის შესახებ უფასო ელექტრონული კურსი მომზადდა

29-05-2019

იუსტიციის სასწავლო ცენტრი დისტანციური სწავლების ფორმას ნერგავს.


ცენტრმა მიწის რეგისტრაციის შესახებ პირველი ელექტრონული კურსი შექმნა.


კურსი განკუთვნილია მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის და საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.


ელექტრონული კურსის გავლა უფასოა და მისი მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს საქართველოში მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმის არსი, მნიშვნელოვანი მიღწევები და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხები.


ელექტრონული კურსის გასავლელად საჭიროა რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://landregistration.gov.ge/ka/login თქვენს მიერ მითითებული სარეგისტრაციო მონაცემებით შეგიძლიათ კურსს გაეცნოთ შეუზღუდავი სიხშირით.


ელექტრონული კურსი - „მიწის რეგისტრაცია“ მოიცავს სამ მოდულს. ყოველი მოდულის ბოლოს მონაწილემ უნდა შეასრულოს 10 ტესტური დავალება. ელექტრონული სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა მონაწილემ სწორად უპასუხოს ტესტური დავალებების 70%-ს.


კურსი შემუშავდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ გრანტის ფარგლებში.