გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

განმუხურსა და ანაკლიაში ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდებიან

2-06-2019

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული საზღვაო ინფრასტრუქტურით შეხვდება, მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდს ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.


ანაკლიასა და განმუხურში უკვე დასრულდა გამწვანების, განათების სამუშაოები და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესი. ამჟამად ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, კეთდება ზღვამდე მისასვლელი ბილიკები და ველობილიკები. მიმდინარეობს ენგურის ხიდთან მდებარე კაფე-რესტორნის სრული რეაბილიტაცია. მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება განმუხურის აკვაპარკში.


ახალი კვირიდან კი საფეხმავლო ხიდის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრი. ანაკლიასა და განმუხურში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 6 მილიონი ლარი იხარჯება. 22-25 აგვისტოს კი ანაკლია საერთასორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ,,ეკოვეივს“ უმასპინძლებს.


უკვე დასრულდა ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში კი ამ გზის დამატებითი პერიმეტრების რეაბილიტაცია დაიწყება.