4-06-2019
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ამბროლაურში მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
შეხვედრისას კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონების განვითარებასა და დეცენტრალიზაციის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით რაჭას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომლის გამოყენებისთვის ხელისუფლება ბევრი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რაც განაპირობებს რეგიონის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, ეს კი პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
ზაზა გაბუნიამ სოფელ ჭრებალოში, ავთანდილ და ნიკა კენჭაძეების სახელობის ახლად რეაბილიტირებული საჭიდაო დარბაზიც მოინახულა.
მისი განცხადებით ახალი დარბაზის არსებობა და ძმები კენჭაძეების მაგალითი ბევრს მისცემს სტიმულს სპორტული მიღწევებისთვის და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
მოსახლეობამ კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და მათი პრობლემებით დაინტერესებისათვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ.