გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ხარაგაულში, სოფელ ძირულაში, ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 50-მდე მუშა გაიფიცა

12-06-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში, ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 50-მდე მუშა გაიფიცა.


ხელფასების გაზრდის, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და უქმე დღეებში დასვენების მოთხოვნით, მუშები მესამე დღეა გაფიცულები არიან.


რკინიგზელთა ახალი პროფესიული წარმომადგენლის, პაატა ნინუას თქმით, დასაქმებულები არაადამიანურ პირობებში მუშაობენ.


„კომპანიას არ აქვს გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი კონტრაქტები დასაქმებულებთან, შესაბამისად, ხელფასები გამომუშავებაზეა, არ აღრიცხავენ სამსახურში ყოფნა/არყოფნას. ეს არ არის ტექნიკური პრობლემა, არამედ მიზანმიმართულია, რათა არ გადაუხადონ მუშებს ანაზღაურება სრულად,”-აცხადებს პაატა ნინუა.





https://www.interpressnews.ge/ka/