გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქვემო ქართლში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

15-06-2019

იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სადაც კალიის კერებია დაფიქსირებული. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 1700 ჰექტარზე მეტი ფართობი.

ქვემო ქართლის, შიდა ქართლსა და კახეთის რეგიონებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მაისიდან დაიწყო. სამივე რეგიონში, დღეისათვის უკვე დამუშავებულია 10 000 ჰა-მდე ფართობი. ადგილზე მობილიზებულია 20-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა და კალიებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. წამლობა ხორციელდება ეფექტიანი პრეპარატებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებლის გავრცელების არეალს.

სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში ყოველწლიურად ატარებს მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ბრძოლას, მათ შორისაა კალია, რომელიც საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და ანადგურებს მწვანე საფარს. ბოლო წლებში სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, იტალიური კალიის პოპულაცია რეგულირებადია.

კალია საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს მწვანე საფარს. მავნებელი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისათვის.