გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გაგრილების სისტემა მხოლოდ ხულოს საგამოცდო ცენტრში არ იქნება

20-06-2019

„​წელს გაგრილების სისტემა ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება, გარდა ერთისა“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტებმა შარშანდელთან შედარებით მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ გამოცდების ჩაბარება:


„წელს გაგრილების სისტემა იქნება ყველგან. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტები შარშანდელთან შედარებით გაცილებით უკეთეს პირობებში იყვნენ. გაგრილების სისტემა ერთადერთი ხულოს საგამოცდო ცენტრში არ იქნება, რადგან მხოლოდ დილის სესიაა და გვითხრეს, რომ ხულოში 9 საათზე ნამდვილად არ ცხელა ისე, რომ გაგრილება საჭირო იყოს", - განაცხადა გორგოძემ.




https://moms.ge/