გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში "ახალციხელობა 2019" აღნიშნეს

1-07-2019

30 ივნისს, ქალაქ ახალციხეში შალვა ახალციხელის ხსენების დღე და „ახალციხელობა 2019“ მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. ზეიმი წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყო. პარალელურად დილიდანვე მიმდინარეობდა ღონისძიებები ახალციხის ციხეზე, სადაც დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით, სპორტულ ღონისძიებებს და კონცერტებს. საგამოფენო სივრცეებში სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ადგილობრივი ხელოვანებისა და ოსტატების ნამუშევრები, ხელნაკეთი აქსესუარები და ხალხური რეწვის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. 

ქალაქის დღესასწაულის პარალელურად, ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობდა. ქართველი და უცხოელი ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობებს გაეცნენ მოწვეული სტუმრები, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო დრამშოუ ქალაქის ცენტრალური პარკიდან ახალციხის ციხემდე. გაიმართა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, გამარჯვებულები კი ტრადიციულად სერთიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ზეიმი საპატიო ახალციხელების არჩევით გაგრძელდა. აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, 2019 წელს ახალციხის საპატიო მოქალაქეებად დასახელდნენ: მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი სერგი ნეკრესელი, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ციური ლაფაჩი, პედაგოგი და ახალციხეში პირველი დამოუკიდებელი ქართულენოვანი გაზეთის დამაარსებელი იზოლდა წიქარიშვილი და ქალაქ ახალციხის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი მარიამ კარაპეტიანი.

ღონისძიებეზე დაჯილდოვდნენ მერიის სტიპენდიანტებიც. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სტიპენდიას ტრადიციულად ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები მიიღებენ. 

„ახალციხელობა 2019“ დღის ბოლოს კონცერტებით გაგრძელდა, სადაც ადგილობრივი ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და თბილისიდან მოწვეული მომღერლები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ახალციხელებისა და ღონისძიების სტუმრების წინაშე წარსდგნენ თემურ ყვითელაშვილი, „თბილისის მერიის ბიგ-ბენდი“ „ქართული ხმები“. ასევე გაიმართა კონცერტი პაატა გულიაშვილის, ივანა მელაისა და „ქუჩის ბიჭების“ მონაწილეობით. ახალგაზრდები D.J ზურაბ კვიწინაძესთან ერთად ელექტრონული მუსიკის კონცერტზეც გაერთნენ. ზეიმი გვიან ღამით სადღესასწაულო ფეიერვერკით დასრულდა.