გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

2-07-2019

რუსთავში, XVI მიკრორაიონში ბენზინგასამართ სადგურზე 2 პირი ნიღბებით შეიჭრა და 200 ლარის ოდენობის თანხა გაიტაცა.


ძარცვისას ნიღბიანებმა დარაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მას სახის არეში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.  თანამშრომელი, 61 წლის მამაკაცი, "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.


"პაციენტი შემოყვანილი იყო შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, შემოსვლისას აღენიშნებოდა თავზე მცრე ზომის ნახეთქი ჭრილობა და თვალბოდის ჰემატომა. მოთავსდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, გაეწია შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვევები. ამჟამად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და გაწრილია კლინიკიდან", - განაცხადეს "კლინიკა რუსთავში".


გამოძიება სსკ 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 





https://inforustavi.ge