3-07-2019
შეკვეთილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ჯარისკაცების მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დროისთვის, სამი მათგანი მკურნალობას ქობულეთის საავადმყოფოში გადის, რომლებსაც ოპერაცია ჩაუტარდათ.
„სულ თორმეტმა პაციენტმა მოგვმართა, აქედან ორი პაციენტი მოყვანილ იქნა 112-ის მიერ. პაციენტებს კიდურების დაჟეჟილობა, ექსკორაციები და ნაკაწრები აღენიშნებოდათ. ამჟამად კლონიკაში სამი პაციენტი რჩება, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პოსტოპერაციული მდგომარეობის გამო ისინი ქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“-განაცხადა მკურნალმა ექიმმა.
მიკროავტობუსი, რომელსაც ჯარისკაცები ბათუმიდან სენაკის მიმართულებით გადაყავდა, 1-ელ ივლისს გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაშავებულია 14 სამხედრო მოსამსახურე.