გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

11-07-2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. 

სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებზე ადგილობრივებს ინფორმაცია მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ჯანდაცვის, სოციალური სფეროს, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და c „ჰეპატიტის“ ელიმინაციის მიმართულებით განხორციელებულ და განსახორცილებელ პროექტებზე. 

„ხდება მოსახლეობის ინფორმირება იმ პროექტებზე, პროგრამებსა და სერვისებზე, რომელსაც სახელმწიფო მოსახლეობას სთავაზობს. 2020 წლისთვის გურიაში მასშტაბური პროექტები განხორციელდება. ვგეგმავთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, საბავშვო ბაღების, ამბულატორიების მშენებლობას და სხვადასხვა პრიორიტეტული პროექტის განხორციელებას”- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ. 

„წელს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ლანჩხუთში 11 600 000 ლარი იხარჯება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გზების, ხიდების, სანიაღვრე არხების მოწყობას. მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები აცანასა და ჩიბათში (ჭალაზე). დღევანდელი შეხვედრა სუფსაში სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ მოსახლეობამ გაიგოს თუ რა კეთდება მუნიციპალიტეტში“ - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.