გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზურა ხაჩიძე „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ში გეზრბენში გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვედა

12-07-2019

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

გეზრბენში გოგონათა შორის ჩემპიონები ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. ვაჟთა შორის კი პირველობა ახალციხის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. ზურა ხაჩიძემ გამარჯვებულ ბავშვებს და მათ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა, მისი თქმით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავება და მსგავსი აქტივობები სწორედ ამას უწყობს ხელს. შეხვედრის დასასრულს კი ახალგაზრდებს 2020 წელს სლოვაკეთში "სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე" წარმატება უსურვა.