| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||
15-07-2019
გორში, წმინდაწყალაზე 50-წლამდე ასაკის მამაკაცებმა იჩხუბეს. ისინი ძმები არიან. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.
ერთ-ერთმა ძმამ პატრული გამოიძახა და განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ. თუმცა, ადგილზე მისულმა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, სწორედ, ზარის ინიციატორი დააკავეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) წარდგენილი ოქმის საფუძველზე, სასამართლომ დაკავებული მამამაცი დააჯარიმა.