გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სლოგანით „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“ ფოთში თურეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი 8 იახტა შევიდა

20-07-2019

„გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“ - ამ სლოგანით ფოთის საზღვაო აკვატორიაში, თურეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი 8 იახტა შევიდა. მათი დახვედრის საზეიმო ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი დაესწრნენ.


„თავიდან ნაოსნობა მხოლოდ ხოფამდე იყო დაგეგმილი, მაგრამ რადგანაც მხარს ვუჭერთ სლოგანს „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“, ამიტომ გადაწყდა ფოთში შემოსვლა. მომავალ წელს, იმედია, ამ ღონისძიებას უფრო მასშტაბური სახე მიეცემა. მოხარული ვარ, რომ ასეთი გულთბილი დახვედრა მოგვიწყვეს“, - განაცხადა თურეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, მაქბულე ქოჩაკმა.


იახტები ფოთის საიალქნო კლუბის ტერიტორიაზეა განლაგებული. ღონისძიება სახელწოდებით ,,DADD rally შავი ზღვა 2019“ სამოყვარულო მეზღვაურთა ასოციაციის (DADD) ორგანიზებით ეწყობა.


ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანი სამოყვარულო ნაოსნობის განვითარება და შავი ზღვის ქვეყნების პოპულარიზაციაა.




ipn.ge