გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კოლხურ ნასახლარზე და დეხვირის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

25-07-2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა გუნდი ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) 
არქეოლოგიურ ექსპედიციაში იმყოფება. ექსპედიციები უკვე მე-8 წელია ყოველწლიურად მიმდინარეობს. 

ცაგერის მუნიციპალიტეტი 2012 წლიდან აფინანსებს ეროვნული მუზეუმის „ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიურ ექსპედიციას", რომლის ხელმძღვანელია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო სულავა, ამავე ექსპედიციის შუა საუკუნეების რაზმის ხელმძღვანელია როლანდ ისაკაძე.

ამ ეტაპისთვის უკვე შესწავლილია ძვ.წ. VIII-V საუკუნეების კოლხური ნასახლარის და ანტიკური ხანის სამაროვნის ნაწილი, რომლის მნიშვნელოვანი მასალა ცაგერის ისტორიულ მუზეუმშია დაცული. შესწავლილია ასევე დეხვირის ციხეების კომპლექსი, სადაც აღმოჩენილია მცირე ზომის ბაზილიკური ეკლესია.

არქეოლოგიური გათხრები კოლხურ ნასახლარზე და დეხვირის ციხეზე წელსაც გრძელდება. მიმდინარე ექსპედიციის დროს, აღმოჩნდა კოლხური ნასახლარის კულტურული ფენები კოლხური კერამიკის მრავალფეროვანი ტიპებით და ახალ უბანზე უძველეს მეტალურგიასთან დაკავშირებული ატრეფაქტები. 

აღმოჩენილი მასალა გადაეცემა ცაგერის ისტორიულ მუზეუმს.

ექსპედიცია 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო და 29 ივლისს დასრულდება.