გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე სატვირთო მანქანა მგზავრებიანად ხევში გადავარდა

27-07-2019

თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 12 ადამიანი იმყოფებოდა, 400 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მყოფთაგან 5-მა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო.

არსებული ცნობით, სატვირთო ავტომობილში მყოფები სოფელ ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებად სოფელ ომალოსაკენ მიემართებოდნენ.