გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნიკოლოზ ჩხეტიანი: ზუგდიდის დრამატული თეატრი 2020 წლის ბოლოსთვის მზად იქნება

28-07-2019

„ფონდი „ქართუ“ სამეგრელოსა და კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს 25 მილიონამდე ლარით აფინანსებს", - ამის შესახებ ფონდ „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში, ახალი ხიდის გასხნაზე განაცხადა.

მისი თქმით, სოფელს ხიდი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან, მას შემდეგ არ ჰქონდა, რაც არსებული ხიდი სამოქალაქო დაპირისპირების დროს დაინგრა. ამის გამო მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ჰქონდა და მისი მოგვარება ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა.

მისივე თქმით, ფონდ „ქართუს" დაფინანსებით სამეგრელოსა და კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უამრავი პროექტი ხორციელდება.

„ამჟამად მიმდინარე პროექტებისთის საერთო ჯამში დაახლოებით 25 მილიონი ლარის პაკეტი გვაქვს, მათ შორისაა ისეთი დიდი პროექტი, როგორიცაა ზუგდიდის დრამატული თეატრის მშენებლობა, რომელიც 2020 წლის ბოლოსთვის მზად იქნება. გარდა ამისა, ფონდი ახორციელებს მიმდინარე პრექტებს სენაკსა და ხობის მუნიციპალიტეტში. სენაკში ასევე მიმდინარეობს თეატრის რესტავრაცია, ეს არის ისტორიული, ძალიან საინტერესო შენობა, ხოლო ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში აღდგება ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზუმი, მიმდებარედ აშენდება ეკლესია. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობას ექნება ახალი საბავშვო ბაღი“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ამასთან, მისი თქმით, სამეგრელოს რეგიონში „ქართუმ“ წინა წლებშიც ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა. მათ შორისაა ნიკო დადიანის სასახლე, რომელიც ზუგდიდში სულ ახლახანს აღდგა და ფოთის რაგბის ბაზა, რომელიც ხუთი წლის წინ დასრულდა და აღჭურვილია თანამედროვე სპორტული ინვენტარით, რაც ფოთს აძლევს საშუალებას, სხვა დონეზე აიყვანოს სპორტული აქტივობა.