გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თუშეთში მაშველებმა კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს

28-07-2019

ფშაველი-ომალოს გზაზე დღეს დილიდან განახლდა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოებში ჩართულა მძიმე ტექნიკაც. ამ დროისთვის კვალავ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, ნაპოვნია მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანის ცხედარი.

სამაშველო ოპერაციისას მაშველებმა 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 3 თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილები არიან და თავს კარგად გრძნობენ.