გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში აბონენტთა ნაწილს პირველ აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

30-07-2019

კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში აბონენტთა ნაწილს პირველ აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.


გათიშვის მიზეზი საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის მუხრანი-კასპის მონაკვეთზე დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.


პირველ აგვისტოს, 06:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქი კასპის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების შემდეგი სოფლების აბონენტებს: მუხრანის, ვაზიანის, ძალისის, პატარა ქანდას, ძველი ქანდას, საქადაგიანოს, ხიდისყურის, აღაიანის, ციხისძირის, ქსნის, ძეგვის, სასხორის, ახალი ნიჩბისის, ნიჩბისის, ზემო ნიჩბისის, არმაზის დასახლების, ახალგორის, ბაქაქურის, ვარდისუბანის, ილტოზას, ოძისის, ქსოვრისის, ჭაშას, სადგ. მეტეხის, მიქელწყაროს, თელიანის, სადგ. კავთისხევის, ახალქალაქის, სასირეთის, თვალადის, ეზატის, გუდალეთის, ქვემო ხანდაკის, მეტეხის, ბარნაბიანთ კარის, წინარეხის, კავთისხევის, ქვემო ჩოჩეთის, შუა უბნის, გარიყულას, ზემო ჩოჩეთის, მირიანის, ციხისუბანის, ქვემო გომის, ნიაბის, იდლეთის, თელადგორის, გომიჯვრის, ლავრისხევის, თევზის, ოკამის, ფერმას, ჩანგილარის, ხვითის, ლამისყანის, თვაურის, ქვემო ჭალის, ვაკის, პანტიანის, საკორინთლოს, გორაკას, სამთავისის, იგოეთის, ახალშენას, ბოჟამის, თოგოიანისა და მრგვალიჭალას.




https://1tv.ge/