2-08-2019
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის წელს პირველად საპილოტე რეჟიმში სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა.
პროგრამა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა დასპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ხორციელდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამის მიზანია ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და მათი კარიერული და პიროვნული ზრდის მხარდაჭერა.
პროგრამაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 142 აბიტურიენტი ჩაერთო, აქედან ტესტირებაზე გავიდა 139 აბიტურიენტი დაბარიერი ყველა მათგანმა გადალახა. პროგრამის ფარგლებში, ისინი სწავლას გააგრძელებენ ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში არჩეულ ფაკულტეტებზე.