გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავს ნიდერლანდური სიმფონიური ორკესტრი ეწვია

4-08-2019

რუსთავს ნიდერლანდებიდან 42 ახალგაზრდა მუსიკოსისაგან შემდგარი ქუჩის სიმფონიური ორკესტრი, "რიჩიოტი" ეწვია.


ანსამბლი თავდაპირველად, რუსთავის მოხუცთა სახლ "ქსენონს" ეწვია, ხოლო შემდეგ, კულტურისა და დასვენების პარკში დაუკრა.


ანსამბლი "რიჩიოტა" საზაფხულო ტურნეებს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს, წელს კი, საქართველო აირჩიეს.


"ანსამბლი "რიჩიოტი" დაარსებულია დაახლოებით, 1970 წელს დაარსდა, მალე 50 წელი შეუსრულდება. ორკესტრის მთელი ფილოსოფია არის, რომ დაუკრან მუსიკა იქ სადაც, როგორც წესი კონცერტები არ ტარდება. ისინი თავის თავს ეძახიან ქუჩის ორკესტრს, გინესის წიგნშიც კი არიან შესულები, როგორც ყველაზე სწრაფი ორკესტრი. წელს აირჩიეს საქართველო, საგასტროლო ქვეყნად მე მთხოვეს ვყოფილიყავი ზაფხულის სოლისტი" , - განაცხადა ჰოლანდიაში მცხოვრებმა ქართველმა კლარნეტისტმა ლევან ცხადაძემ.


ორკესტრი შვიდი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 25 კონცერტს ჩაატარებს, როგორც ცენტრალურ ადგილებში, ისე გარეუბნებში.



https://inforustavi.ge/