5-01-2018
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მერიის 18 თანამშრომელს პრემია მისცა.
შარაშენიძის #245 ბრძანების თანახმად, რომელიც 2017 წლის 27 დეკემბრით არის დათარიღებული, 18 თანამშრომლის პრემიებზე 18 560 ლარი გაიცა.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეებს, ზეგანაკვეთური სამუშაოების არასამუშაო და ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში შესრულებისათვის მიეცათ 2017 წლის დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურებაზე სახელფასო დანამატი თანამდებობრივი სარგოს 100 % ოდენობით. სულ 18 საჯარო მოხელეს, რომლებმაც ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების შერწყმის პროცესში, მობილობის რეჟიმში, სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა, მათ შორის არიან საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი კომისიის მიერ საუკეთესოდ შეფასებულ საჯარო მოხელეები,“ _ აღნიშნულია კონსტანტინე შარაშენიძის კომენტარში, რომელიც მან პრესსამსახურის საშუალებით მოგვაწოდა.
აღსანიშნავია, რომ შარაშენიძე 30 დეკემბერს "გურია ნიუსის" კორესპონდენტთან საუბრისას ამბობდა, რომ პრემიები გაცემული არ ჰქონდა:
"ვინც დაიმსახურა, იმათ აუცილებლად მივცემთ დანამატს. 18 ადამიანი მიიღებს დანამატს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში" _ ამბობდა შარაშენიძე მაშინ, როცა პრემიები უკვე დარიგებული ჰქონდა.
მერმა მაშინ საკრებულოს თანამშრომელთა პრემირებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საკრებულოდან სიას ელოდებოდა.
ამავე დროს, კეთდებოდა განცხადებები, რომ პრემია-დანამატების გაცემი ინიციატორი გაცემის ინიციატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იყო, რომელსაც საკრებულო აპარატის ყველა თანამშრომლისთვის სურდა მიეცა პრემია-დანამატი, რაზეც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი თანახმა არ იყო. არადა, როგორც აღმოჩნდა, შარაშენიძეს პრემიები უკვე გაცემული ჰქონდა.
რაც შეეხება შარაშენიძის მიერ პრემირებულ მოხელეებს მათი სია ასე გამოიყურება:
გია მამაკაიშვილი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
ლაშა თავაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;
მიხეილ შილაკაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;
პავლე ჭყონია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი;
ნინო დარჩია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი;
დავით გორდელაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროსი;
თამარ ბაბილოძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
მარინა დარჩია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ეკატერინე გეგიაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
მაკა ბეგიაშვილი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
დავით ღლონტი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ნათია ვაშალომიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი;
ქეთევან სანიკიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
თემურ გიორგაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი;
თემურ მურვანიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის კომუნალური სერვისების განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი;
მიხეილ შალამბერიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის კომუნალური სერვისების განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
კლიმენტი ცერცვაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
მაია ინარიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი;
წყარო: "გურია ნიუსი"