გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკის მერმა მოადგილეებთან ერთად მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალის ხსოვნას პატივი მიაგო

8-08-2019

8 აგვისტოს 25 წლის კაპრალი თემურ ბოკუჩავა, ცხინვალის მისადგომებთან, გმირულად დაეცა. დღეს, აგვიტოს ომიდან მე-11 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალის თემურ ბოკუჩავას საფლავი.


თემურ ბოკუჩავა 1983 წელს, სოხუმში დაიბადა.


ათი წლის ყმაწვილს მტერმა მშობლიური ქალაქი დაატოვებინა და დევნილობის მძიმე ხვედრი არგუნა. თემური ვერც კი წარმოიდგენდა, რომ აფხაზეთის მეშვიდე სკოლა, სადაც ის სწავლობდა, წლების შემდეგ მისი სახელობის გახდებოდა... 2008 წლის ავბედით 8 აგვისტოს, მეუღლეს, მაია ცეცხლაძე-ბოკუჩავას დაბადების დღე მიულოცა, თან დაამშვიდა და თითქოს დაუბარა კიდეც, შენში ვაჟკაცი გოგო იმალება და შვილს მიმიხედეო... სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში თემური მტრის ტყვიამ იმსხვერპლა. ობლად დარჩენილი 2 თვის ალექსის დედამ, მაია ცეცხლაძე-ბოკუჩავამ, თემურის დაღუპვის შემდეგ, მეორე ქვეით ბრიგადაში ქვეყნისათვის მსახურების გადაწყვეტილება მიიღო.


დღეს ალექსი 11 წლისაა, მამის სახელობის სკოლაში სწავლობს. ისიც, მამის მსგავსად, აფხაზეთში დაბრუნებაზე ოცნებობს. სამხედრო სამსახურში მყოფ დედას ვაჟის ოცნების რეალობად ქცევაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს.