გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

9-08-2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. ალექსანდრე მოწერელიას მოადგილეებად ლუდუკ (ნუკრი) ხასია და დავით ვერავა დაინიშნენ.

ლუდუკ ხასია პროფესიით ინჟინერია, დავით ვერავას კი ეკონომიკური და იურიდიული განათლება აქვს. ლუდუკ ხასია სხვადასხვა კერძო სამშენებლო სტრუქტურებში მუშაობდა. ბოლოს იყო შპს „ ვი-სი-ვი“-ს აღმასრულებელი დირექტორი.

დავით ვერავა 2016 წლამდე, ბანკ „რესპუბლიკას“ - ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველი იყო. მანამდე კი საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური ფილიალის მმართველი და შპს„ანტრეს“ ფინანსური მენეჯერად მუშაობდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ახალი მოადგილეები დღეს თანამშრომლებს წარუდგინა.