გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მარტვილის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

14-08-2019

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახელობას მიაწოდეს ინფორმაცია იმ პროგრამების თაობაზე, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს.

ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც კიწიას, დიდი ჭყონისა და კურზუს მოსახლეობას აწუხებს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პრობლემები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.


მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა.