გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან კალანდაძე: ყურძნის ფასი ბაზრის მოთხოვნის მიხედვით დარეგულირდება

15-08-2019

"ყოვლად წარმოუდგენელია ყურძნის ჩაბარების ფასი ყოველ წელს ერთი და იგივე იყოს. ყურძნის ჩასაბარებელი ფასი ყალიბდება თავისუფალ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად. ანუ, ფასი იქნება ისეთი, როგორი მოთხოვნაცაა ბაზარზე ამათუ იმ წელს. შესაბამისად, ზოგიერთ წელს ყურძნის ფასი მოიმატებს, ზოგიერთ წელს დაიკლებს. ეს სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია"-ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილებ, ლევან კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივლისის მოვლენების შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა მოლოდინები რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით და იმის მიუხედავად, რომ რუსული მხარის მიერ დაანონსებული ემბარგო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის არ დაწესდა, ამან მაინც შეცვალა მოლოდინები და დღის წესრიგი ქართული ექსპორტიორი კომპანიებისათვის.

"ბუნებრივია, ქართული კომპანიები უფრო ფრთხილობენ, ნაკლებად რისკავენ და ეს გარკვეულ წილად შესაძენი და ჩასაბარებელი ყურძნის მოთხოვნაზეც და აქედან გამომდინარე, ფასზეც აისახება. ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა და მოლოდინების დასტაბილურების პარალელურად ჩასაბარებელ ყურძენზე მოთხოვნა ისევ დასტაბილურდება და ყურძნის ფასიც შესაბამისად მოიმატებს"-აცხადებს კალანდაძე.