გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საორგანიზაციო შტაბი აქტიურად მუშაობს

17-08-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აბაშის მუნიციპალიტეტში განთავსებული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საორგანიზაციო შტაბი (მართვის ცენტრის) დაათვალიერეს და მუშაობის პროცესს გაეცნენ.

საქართველომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მავნებლის გავრცელებისთანავე მყისიერად დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, უკვე მესამე წელია, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვა-განხორციელების მიზნით, 2018 წელს, აბაშის მუნიციპალიტეტში შეიქმნა და დღემდე აქტიურად მუშაობს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი. მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, შექმნილია SMS გზავნილების სისტემა და სპეციალური ვებგვერდი. ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება მოსახლეობასთან შეხვედრები და აქტიური საინფორმაციო კამპანია. ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, უპრეცედენტოდ უმოკლეს პერიოდში, საქართველოს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ხელშესახები პოზიტიური შედეგები აქვს. 

„ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით დონორ ორგანიზაციებს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის, რომელთა მხარდაჭერით, გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები. 2017 წელს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებში მხოლოდ 17 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა იყო ჩართული, 2019 წელს კი, რეგიონში მობილიზებული და ღონისძიებებში ჩართულია 250 ერთეულზე მეტი ტექნიკა. ტექნიკური აღჭურვილობის გაზრდილმა რაოდენობამ საშუალება მოგვცა, მაქსიმალურად შეგვემცირებინა მავნებლის გავრცელების კერები დასავლეთ საქართველოში" - განაცხადა მინისტრმა.

დღეისათვის, დასავლეთ საქართველოში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით 125 370 ჰექტარი ფართობია დამუშავებული. რეგიონებში განთავსებულია 36 800 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რომლის მეშვეობით წერტილოვანი შეწამვლა 22 405 ჰა ფართობზე განხორციელდა (აქედან, ტყისპირა პერიმეტრი - 8 483 ჰა; სიმინდის მასივები - 33 425 ჰა). ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლების ტერიტორიებზე, განთავსებულია 3074 ფერომონი.