გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრა გაიმართა

19-08-2019

საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა შორის დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში. 

დაიგეგმა საველე სამუშაოები: ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება. 19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულებას.