გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი ახმეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

22-08-2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის, ზემო და ქვემო ალვანისა და ბაბანეულის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს განხორციელებული და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მოსახლეობამ ძირითადად სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემის მოგვარების, მიწის რეგისტრაციის, აგროდაზღვევისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგების საკითხები დააყენა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ არსებული საჭიროებების მოგვარებისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

"მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ამ შეხვედრებზე ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ, რაც ძალიან დაეხმარება საბიუჯეტო პროცესს, რადგან ბიუჯეტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინება. ასევე ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას ჩვენს გეგმებსა და პროგრამებზე. დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ მოქალაქეებისგან იმ საკითხებზე ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა როგორც სოფლის მეურნეობას ასევე გარემოს დაცვის მიმართულებას" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მოქალაქეები მომავალი რთველის ჩატარების საკითხითაც დაინტერესდნენ და კონკრეტული პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს. 

შეხვედრას თელავი-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი, თელავი-ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულის და ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი ესწრებოდნენ.