გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქეთევან ციხელაშვილი: სხვა საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება ერგნეთში, ტექნიკურ შეხვედრაზე

30-08-2019

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურბა და საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მთავარი შედეგი ის არის, რომ მოლაპარაკების მონაწილეები დეესკალაციაზე შეთანხმდნენ.

"მთავარი შედეგი ის გახლავთ, რომ შეთანხმდნენ მონაწილეები დეესკალაციაზე. ეს მნიშვნელოვანია, შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა.

მნიშვნელოვანი არის ის, რომ დეტალებზე მსჯელობა ისევ გრძელდება. დღეს მთავარი აქცენტი დაძაბულობის განმუხტვაზე იყო", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, სხვა საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება ერგნეთში, ტექნიკურ შეხვედრაზე.

"ჩვენთვის ყველა ნაბიჯით მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს მცხოვრებთათვის", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.