13-09-2019
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში ტრაქტორის ქვეშ 55 წლამდე მამაკაცი მოყვა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
„ხელის ტრაქტორი ჰყავდა, ქვიშის მოსატანად იყო წასული, რომელიც დატვირთა, ტრაქტორი გადაბრუნდა და ქვევით მოიყოლა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ვალერიან ქაცარავამ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე - 5 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.