გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქობულეთის პარკში ცოლის ცემაში ბრალდებულმა მამაკაცმა სასამართლოს განუცხადა, რომ ცოლი უკვე შეურიგდა

18-09-2019

"თავს დამნაშავედ ვცნობ," - უთხრა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ზურაბ გ.-მ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს. მას ოჯახში ძალადობა ედება ბრალად.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს, ვისთან ერთადაც ის ბოლო 12 წელია ცხოვრობს, ქობულეთის ზღვისპირა პარკში ყოფნისას სახის და თავის არეში  ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

ზურაბ გ.-მ დასაშვებად და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ ამ საქმეზე სასამართლოში წარმოადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერც ერთი მოწმის, მათ შორის, დაზარალებული ქალის ჩვენებას ვერ მოისმენს.


მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 150 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება მოუწევს ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე.

“ქობულეთში ვისვენებდით და მოხდა ეს ამბავი… პოლიციას თვითონ ჩემმა ცოლმა დაურეკა. ჩვენ საერთო შვილი გვყავს, უკვე შევრიგდით და ისევ ერთად ვცხოვრობთ,” - განაცხადა ბრალდებულმა.

presa.ge