გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია ალიბეგაშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის ადგილს დაიკავებს რეგიონში

19-09-2019

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის ადგილს დაიკავებს რეგიონში“, - განაცხადა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ, უფროს თაობას ყოველთვის გვაქვს ხოლმე სურვილი, რომ ჩვენი შვილები სასწავლებლად უცხოეთში წავიდნენ. სწორედ ამის ჩანაცვლება მოხდება, რომ მათ სრულფასოვანი განათლება საქართველოში მიიღონ და თავიანთი ინტელექტი ჩვენს ქვეყანას მოახმარონ. ეს არის ძალიან მისასალმებელი“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ საფუძველჩაყრილი ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში.

„ისტორიული დღეა. ვულოცავ ქუთაისელებს, სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდობას. ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი თავისი მნიშვნელობით. რა თქმა უნდა, პარტნიორების გარეშე შეუძლებელია ასეთი მასშტაბური პროექტის წამოწყება. მივესალმები მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს ამ კუთხით და ვფიქრობ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის ადგილს დაიკავებს რეგიონში. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ბიუჯეტი მილიარდი ევროა“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

მისი თქმით, უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა, შესთავაზოს როგორც ქართველ ისე უცხოელ სტუდენტებს ერთობლივი ხარისხი, შერეული ხარისხი ან სხვადასხვა ინსტიტუციები ორი დიპლომი.