გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ზალკალიანმა ეუთოს გენერალურ მდივანთან საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებები განიხილა

25-09-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან თომას გრემინგერთან განიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და ბოლო განვითარებები, რასაც ადგილი ჰქონდა ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე.

მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების, ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის, მოსახლეობის გატაცებების გახშირებული ფაქტებისა, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო საგუშაგოს აღმართვის და სხვა დესტრუქციული ხასიათის ნაბიჯების გამო, რამაც განსაკურებულად აგრესიული ხასიათი მიიღო ბოლო პერიოდში. აღინიშნა, რომ აუცილებელია პროცესის შემდგომი დეესკალაციისთვის მხარეებმა მიმართონ მაქსიმალური ძალისხმევა და გამოიყენონ ყველა შესაძლო მექანიზმები უსაფრთხოების და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების უზრუნველსაყოფად.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ეუთოს გენერალურ მდივანს ეუთოს აქტიური ჩართულობისთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ამ მხრივ ხაზი გაუსვა ჟენევის თანათავმჯდომარეების მყისიერ ჩართულობას, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადგილზე შემდგომი გართულებების თავიდან არიდებას. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს და იმუშაოს ყველა მხარესთან ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.