გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარტვილში "ჭყონდიდლობა" გრანდიოზულად აღინიშნება

25-09-2019

ჭყონდიდლობის დღესასწაული განსაკუთრებულად ღნიშნეს მარტვილში. დავით აღმაშენებლის აღზრდელის და საქართველოს მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე მარტვილში სხვადსხვა ღონისძიებებით აღინიშნა.

დღესასწაულს სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.

დღესასწაულთან დაკავშირებით მარტვილს დამეგობრებული ქალაქების ნესვიჟის (ბელორუსია), ოდოლანოვის და ჩარნკოვის (პოლონეთი) დელეგაციები სტუმრობენ.

ამჟამად მარტვილის ცენტრში ჭყონდიდლობისადმი მიძღვნილი კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით მიმდინარეობს. დღის ბოლოს კი მთავარ სცენაზე ჯგუფი „ერთი მეოთხედი“, გიგა პაპასკირი და მერი მამულაშვილი იმღერებენ.

ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით, მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები იმართება