გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ეკონომიკის მინისტრი: მთავრობა მკაცრად გააკონტროლებს დღეს გაცემული ყველა დაპირების შესრულებას

26-09-2019


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობა მკაცრად გააკონტროლებს, რომ დღეს გაცემული ყველა დაპირება შესრულდეს. ნათია თურნავას თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი, რისი ვალდებულებაც კომპანიამ აიღო.
მინისტრის ინფორმაციით, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ თავად მოიძია ინვესტორი. „ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ტიპის მადნის ტრეიდინგში გამოცდილება, ჰყავთ უკრაინელი პარტნიორები და მათგან მოვისმინეთ საკმაოდ დამაჯერებელი გეგმა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.