გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა

27-09-2019

დღეს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. 1993 წელს, ზუსტად 27 სექტემბერს გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა.

ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის 13 თვეზე მეტხანს გაგრძელდა.

ომში ქართულ მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილად იქცა 250 000-ზე მეტი ქართველი.

27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა სეპარატისტებმა დახვრიტეს. მას სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.

ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმა.