გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ასპინძაში მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება

27-09-2019

სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ბერიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ოშორაში , იდუმალაში, რუსთავსა და აწყვიტაში მოსახლეობას შეხვდნენ.

ასპინძის მუნიციპალიტეტში განხორციელებული, განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.

სოფელ რუსთავში სასმელ წყალს, ამბულაუტორიას და საჯარო სკოლის სველ წერტილებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

სოფელ იდუმალაში მოეწყო გარე განათება.

სოფელ ოშორაში შიდა გზაზე დაეგო ასფალტო-ბეტონის საფარი, ამბულატორიას და საჯარო სკოლის სველ წერტილებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ასევე მოეწყო გარე განათება.

სოფელ აწყვიტაში ცენტრალური გზიდან სოფლამდე მისასვლელ გზამოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი, სოფელ ნიჯგორისა და აწყვიტის დამაკავშირებელი ბაგირებზე დაკიდებულ მსუბუქი ავტომანქანების ხიდს, ასევე თავშეყრის ადგილს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ამჟამად მიმდინარეობს ამბულატორიის მშენებლობა.