გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლანჩხუთის მერიამ ომში დაღუპულთა ოჯახებს 300-300 ლარი ჩაურიცხა

27-09-2019

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ლანჩხუთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს.


ვაჟა თოდუას სახელობის მესამე საჯარო სკოლის აღსაზრდელები ტრადიციულად ლიტერატურული კომპოზიციით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა და ჯვართამაღლების დღესასწაული მოსწავლეებს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ეკა გუჯაბიძემ მიულოცა.

ასევე, აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა. გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ომში დაღუპულთა ოჯახებს 300-300 ლარი ჩაურიცხა.