გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კარლ ჰარცელი: როგორც ვიცით, შეკითხვები იყო შერჩევის პროცედურებზე, თუმცა, საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ასეთი ღიაობა არასდროს ყოფილა

10-10-2019

საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ასეთი გამჭვირვალობა და ღიაობა არასდროს არ ყოფილა და ეს კარგი ამბავია, - ასე შეაფასა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა.

როგორც მან განაცხადა, რამდენიმე კვირაში პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენთვის. ჩვენ ამ პროცესში ბოლო 11 თვეა აქტიურად ვართ ჩართულები და მის დასრულებას ვუახლოვდებით. როგორც ვიცით, იყო შეკითხები შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე არსებობდა კითხვები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების დასახელების თაობაზე. თუმცა, კარგი ამბავია ის, რომ არასდროს საქართველოს ისტორიაში ასეთი გამჭვირვალობა და ღიაობა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ყველა თავად განსჯის, მათ შორის ის პარლამენტარებიც, რომელთაც საბოლოოდ გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. მათი არჩევა უნდა მოხდეს უმაღლესი პროფესიული და პერსონალური სტანდარტებით,“ - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.