გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გარდაბანში, სოფელი პედაგოგს ნაადრევი ქორწინების გაპროტესტების გამო დაუპირისპირდა

15-10-2019

გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდში, გეოგრაფიის მასწავლებელს სოფლის ცენტრში ბოდიში მოახდევინეს, ყველაფერი ტელეფონით გადაიღეს და მასწავლებლის დისკრედიტაციის მიზნით, ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. პედაგოგ ჩაგვრის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში მოსწავლე გოგონას მოტაცების ფაქტი გაასაჯაროვა და ადრეულ ასაკში ქორწინება გააპროტესტა.

მთავარი არხის ინფორმაციით, მასწავლებელი პოლიციის სამმართველოში 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა, თუმცა კაცის თქმით, მას საჩივარი არ დაუწერია.

საკითხის გასარკვევად ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ მასწავლებელი გამოიკითხა, ხოლო მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც იძულებას გულისხმობს.