გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ქობულია ქობულია: ანაკლიის პროექტის კონსტიტუციაში ჩაწერა იყო შეცდომა

19-10-2019

„ხელისუფლების შეცდომა თავიდანვე იყო ის, როდესაც ასეთი ტიპის პროექტი შეიტანეს კონსტიტუციაში და ამას ამხელა მნიშვნელობა მიანიჭეს“ - განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობლიამ ტვ პირველის თოქშოუში „პირველები“.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებას შეჰქონდა ეს პროექტი კონსტიტუციაში და ასეთ მნიშვნელობას ანიჭებდა, მაშინ უფრო თანმიმდევრულები და ყოფილიყვნენ და ალბათ თვითონ შეესრულებინათ პროექტი, ვიდრე გადაეცათ კერძო კონსორციუმისთვის.

„კერძო კონსორციუმისთვის ასეთი ტიპის პროექტის შესრულება არის ძალიან რთული და დაფინანსირების მოძიება. ეს პრობლემა განსაკუთრებით გართულდა იმის შედეგად, როდესაც ინვესტორები ანგარიშობდნენ პროექტის კომერციულ მომგებიანობას. თუ ჩვენ გადავეცით ეს კოსორციუმს, ინვესტორი რომ მოეყვანათ 100 მილიონ დოლარზე , რომელთაც უნდა ჩაედოთ ფული, ამიტომ ეს ინვესტორები ანგარიშობდნენ კომერციულ მომგებიანობას, რაც არც ისე მარტივი გამოდის, ამიტომ კონსორციუმს რა თქმა უნდა შეექმნა პრობლემები თავის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, რომ მოეზიდა ინვესტორები, ვინც ჩადებდა ფულს“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.