გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გერმანული Solar Alternative Energy ქუთაისში საწარმო უბნის შექმნას გეგმავს

23-10-2019

„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საქართველოში ინვესტორებისთვის ხელსაყრელ პირობებზე ისაუბრა გერმანული კომპანია AE Solar Alternative Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდერ მაიერმა.

„საქართველოში 150 თანამშრომელი გვყავს და მომავალ წელს სავარაუდოდ 400 გვეყოლება. ჩვენ წელს პირველი ქარხანა ავამოქმედეთ ქუთაისში, რომელსაც 500 მეგავატიანი სიმძლავრე გააჩნია, რაც 1.5 მილიონ მზის პანელს უდრის და შესაძლებელია დიდი რაოდენობით ენერგიის მიწოდება საოჯახო მეურნეობებისთვის“, - აღნიშნა მან.

კომპანიას მთელ მსოფლიოში 5 ათასი თანამშრომელი ჰყავს, Solar Alternative Energy 2 წელიწადში ქუთაისში საწარმო უბნის შექმნას, ხოლო თბილისში გლობალური გაყიდვების ოფისის გახსნას გეგმავს.

ალექსანდერ მაიერმა საქართველოს მთავარ საინვესტიციო უპირატესობებზე გააკეთა აქცენტი. „საქართველოს გააჩნია დიდი უპირატესობები, ეს არის ღია ეკონომიკა, სამართლიანი შრომის კანონი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები.

საქართველოს აქვს განვითარების პროგრამა, რომლის მიზანია ახალი საწარმოების გახსნა.

ხელისუფლება ახალისებს განახლებადი ენერგიის გამოყენებას, რაც ხელს შეუწყოს ჩვენი შვილებისათვის სუფთა სამყაროს შექმნას. ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ საქართველო პოტენციურ პარტნიორად განიხილონ, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას და დავეხმარებით საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაში“, - განაცხადა ალექსანდერ მაიერმა.