გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ღვთისმსახური ზუგდიდიდან, რომელმაც შშმ ბავშვებს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა

23-10-2019

“რეგიონული კვირა“ გიამბობთ ამბავს ღვთისმსახურზე, რომელმაც სამონასტრო ცხოვრებასთან ერთად, 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა.

საცხენოსნო კლუბი “ხარება“ მეექვსე წელია, რაც მამა იაკობ ეხვაიას ინიციატივით დაარსდა. როგორც მამა იაკობი ამბობს, სიხარულთან სწორედ სიტყვა “ხარება“ ასოცირდება და ამ საქმის მიზანიც ადამიანების გახარებაა.

სასულიერო პირმა საცხენოსნო კლუბი ზუგდიდში, ჭითაწყარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის “ხარების“ ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი სახსრებით მოაწყო. ამისთვის მან თბილისში ბინა და სოფელში მიწის ნაკვეთი გაყიდა.

მამა იაკობის განმარტებით, საცხენოსნო კლუბის ერთ-ერთი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მკურნალობა-რეაბილიტაციაა.

ამ ეტაპზე კლუბს 20 ცხენი ჰყავს.

რაც შეეხება საქართველოში ცხენოსნობით მკურნალობას — იპოთერაპია, იგივე რაიდთერაპია მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ცხენ-მხედრის კვლევის ასწლეულების განმავლობაში დაგროვილი მეცნიერული ცოდნის საფუძველზე ჩამოყალიბდა. რაიდ თერაპია ორიენტირებულია ისეთი დაავადებების რეაბილიტაციაზე, როგორიცაა: ბავშვთა ცერებრული დამბლა, ყურადღების დეფიციტი, სქოლიოზის საწყისი სტადიები, სენსორული დარღვევები, გაფანტული სკლეროზი, ნევროზი, გულის იშემიური დაავადება და სხვა. მსურველებს მკურნალობა სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

"კვირა"