19-01-2018
ოზურგეთის მუნიციპალურ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ამ წუთებში ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც ორ საკითხზე, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მსჯელობენ.
შემოტანილი პროექტების მიხედვით, ძირითადად საუბარია სხვადასხვა თანამდებობის პირთა სახელფასო სარგოების მატებაზე.
პროექტის მიუხედვით, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3 ათასი ლარითაა განსაზღვრული. მათი პირველი მოადგილეების 2 600 ლარით. მერის მეორე მოადგილე 2 400 ლარს აიღებს.
სამსახურების უფროსები 2 000 ლარს, განყოფილებების ხელმძღვანელები 1 400 ლარს, უფროსი სპეციალისტები 1 100, უმცროსი სპეციალისტები კი 800 ლარს.
რაც შეეხება საკრებულოს, აპარატის უფროსი 1 800 ლარი, მოადგილე 1 500 ლარს.
კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასები 2000 ლარი იქნება, მათი მოადგილეები 1500 ლარი.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს (სოფლის რწმუნებულებს) სახელფასო სარგოდ 650 ლარი განესაზღვრებათ.
საკრებულოს სხდომას 46 დეპუტატიდან 34 ესწრება.
ცნობისათვის: 2018 წლის სახელფასო სარგოების ოდენობა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 250-400 ლარით იზრდება.
დეპუტატთა მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს ცვლილებები ძალაში მიმდინარე თვის 20 რიცხვიდან შევა და ის მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვეღარ შეიცვლება.
წყა